“გლოვობს ჩემი ქობულეთი, ვუსამძიმრებ სრულიად აჭარას .
შენთან რა უნდოდა სიკვდილს… ‘შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს რომანაძეების ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ერგულის ლამაზი სული, დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა. სიტყვები უძლურია გამძლეობა ოჯახს…
ეს იყო შენი ბედი?? იმდენი რამე მინდა ვუთხრა გამწარებულ ოჯახს რომელმაც ასეთი კეთილშობილი მშრომელი შვილი დაკარგა… ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი… უბრალოდ, ვფიქრობ, ესეთი შემზარავი სიკვდილი სიკვდილსაც ხომ გააჩნია… არ იმსახურებდა…. გადაინაცვლა მარადიულობაში…
რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ….
მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ჩემს საყვარელ ქობულეთს ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე..
ეს არის ტრაგედია რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ….ლუკმაპურის საშოვრად 1 საათის გამოსული სახლში გაყინული გაქვავებული დაუბრუნდი შენს საყვარელ ოჯახს. _ წერს სოციალურ ქსელში “ქართველი ემიგრანტები – შოთო სიხარულიძე”.