ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის მიერ ხალხის ძალის ინიცირებული კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება.
„კანონპროექტი გაწვეულია! ევროპა ვართ ჩვენ! საქართველო ჩვენ ვართ! _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი კეკელიძე.
კეკელიძის ამ პოსტს სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა ქსელის მომხმარებლებისგან.
მათ პასუხად კი კეკელიძე წერს, რომ გამარჯვების გამარჯვებად გამოცხადებაც უნდა შეგვეძლოს.
“მესმის რომ გაწვევა ამ ფორმით არ ხდება და კონკრეტული პროცედურაა ახლა ჩასატარებელი. თუმცა ნაკლებად მგონია, რომ არსებული მუხტის ფონზე სხვაგვარად მოხდეს.
მესმის სიფრთხილისაც, მაგრამ გამარჯვების გამარჯვებად გამოცხადებაც უნდა შეგვეძლოს. და მადლობის თქმაც – მადლობა იმ ახალგაზრდებს, ვინც საკუთარი დრო და ჯანმრთელობა არ დაიშურა გუშინ“, – წერს გიორგი კეკელიძე.