მეგან რორერი პირველი ტრანსგენდერია, რომელიც ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, რორერი მაისის დასაწყისში, ევანგელური ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსად აირჩიეს, რომელიც აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინასა და ნევადაში სინოდშო 6 წლის ვადით იმსახურებს და მოვალეობების შესრულებას ივლისში შეუდგება.
როგორც CNN წერს, მეგან რორერი ქალად დაიბადა, მას ორი შვილი ჰყავს. ის ეკლესიაში 2006 წლიდან მსახურობს. მას იმედი აქვს, რომ მისი დანიშვნა ეკლესიაში მრავალფეროვნების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
ცნობისთვის, ტრანსგენდერებს სულიერ პირებად მხოლოდ ორი ქრისტიანული ეკლესია: ლუთერანული და ეპისკოპალური აღიარებს.