ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსის, უკრაინის ოპოზიციური პლატფორმა ,,სიცოცხლის” ლიდერის, ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის აქსანა მარჩენკოს უძრავი და მოძრავი ქონების 154 ობიექტი დააყადაღა, _ ამის შესახებ გამოძიების სახელმწიფო ბიუროზე დაყრდნობით უკრაინული მედიასაშუალება „unian“ იტყობინება.
როგორც გამოცემა წერს, დაყადაღებულია 23 სახლი, 32 ბინა, ავტოსადგომი, 26 მანქანა, 30 მიწის ნაკვეთი, 55 სახლი 17 ავტოსადგომი და იახტა. ჯამში 150-ზე მეტი ობიექტი.
ასევე დაყადაღებულია 25 კომპანიის საწესდებო კაპიტალის აქციები.
„13 აპრილს ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მოთხოვნით უკრაინის დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის ოქსანა მარჩენკოს 154 მოძრავი და უძრავი ქონება დააყადაღა“, – ნათქვამია სახელმწიფო ბიუროს განცხადებაში.
მედვედჩუკზე 2021 წლის 12 მაისს აღიძრა საქმე, ოკუპირებულ ყირიმში, ეროვნული რესურსების გაძარცვის, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისა და უკრაინის საწინააღმდეგო დივერსიული მოქმედებების ბრალდებით. (სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 438 მუხლები)
2021 წლის ოქტომბერში მედვედჩუკი გამოცხადდა ეჭვმიტანილად ახალ საქმეზე შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის წარმოებისა და დონბასის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობა, კერძოდ მათთვის ქვანახშირის მიწოდება. (სსკ-ის 111-ე მუხლი და 258-3-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
2022 წლის 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ის შინაპატიმრობიდან გაიქცა. “პუტინის ნათლიმამად” წოდებული ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში 12 აპრილს დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ივან ბაკანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის FSB მედვედჩუკის გაყვანას უკრაინიდან ჯერ დნესტრისპირეთში, შემდეგ კი მოსკოვში გეგმავდა.
12 აპრილს ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურ მოსკოვს მედვედჩუკის გაცვლა რუსეთში მყოფ უკრაინელ სამხედრო ტყვეებში შესთავაზა.
ავტორი