m² -მა 30 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა. კომპანიის მფლობელობაში არსებული პორტფელი მოიცავს კომერციულ, საოფისე და სასაწყობე ფართებს. ბოლო 4 წლის განმავლობაში m²-ი მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები ობლიგაციებში და შესაბამისად, საკუთარი ფული უკეთესად ამუშაოს. სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც ყოველ კვარტალში ერთხელ მოხდება. m²-ის ობლიგაციების განთავსება ინვესტიციების მართვის კომპანია „გალტ & თაგარტ-მა“ განახორციელა.
„მოხარული ვართ განვაცხადოთ m² -ის ობლიგაციების რიგით მეოთხე და ყველაზე მსხვილი გამოშვების შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ობლიგაციების ახლანდელი განთავსების მიმართ ფიქსირდება გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მომხმარებლის მხრიდან m²-ის მიმართ მაღალი ნდობის ხარისხზე.
ობლიგაციების განთავსება მოხდება საფონდო ბირჟაზე, ხოლო მათი შეძენა იქნება შესაძლებელი ნებისმიერი საბროკერო კომპანიის მეშვეობით, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია გააჩნია.“ – განაცხადა m² ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ. (R)