ნობელის პრემიის შარშანდელმა ლაურეატმა, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ საკუთარი ჯილდო აშშ-ს პრეზზიდენტს დონალდ ტრამპს გადასცა, _ იუწყება Reuters.
„მე ვუთხარი მას _ 200 წლის წინ გენერალმა ლაფაიეტმა აშშ-ს პრეზიდენტს გადასცა მედალი ჯორჯ ვაშინგტონის გამოსახულებით ლათინოამერიკული რევოლუციონერის სიმონ ბოლივარისთვის. ბოლივარი ყოველთვის საგანგებოდ ინახავდა ამ ჯილდოს. ახლა, ზუსტად 200 წლის შემდეგ ბოლივარის ხალხი უბრუნებს ვაშინგტონს მედალს აღიარების და მადლობი ნიშნად“, _ თქვა მაჩადომ.
მოგვიანებით. ტრამპმა სოციალურ ქსელში _ Truth Social გამოაქვეყნა მაჩადოს მისამართით სამადლობელი პოსტი: „ის შესანიშნავი ქალბატონია, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა“, _ დაწერა ტრამპმა.






























































