სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი დაინიშნა. განცხადება მაჩალიკაშვილის საქმეზე 17 საათზე გაკეთდება.
სუს-თან იმყოფება მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი, რომელიც უწყების ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან ითხოვს შეხვედრას.
შეგახსენებთ, რომ დღეს სუს-ში გამოკითხვაზე იყო დაბარებული მალხაზ მაჩალიკაშვილი, თუმცა ის უწყებაში არ მივიდა. მაჩალიკაშვილი რამადანთან დაკავშირებით დაკითხვის გადადებას ითხოვდა, რაზეც მან უარი მიიღო.