ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხვარეთის ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
როგორც ცნობილია, მიზეზი აღმზრდელის კორონავირუსით ინფიცირებაა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნატო მენაღარიშვილის თქმით, სულ ლანჩხუთში კორონავირუსის 2226 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 1866 ადამიანი, გარდაცვლილია 27, აქტიურია ინფიცირების 133 შემთხვევა.


































































