“მადლენა მასწავლებელი გარდაიცვალა!”-ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგს ემშვიდობება.
“საბჭოური განათლებისა და სკოლის პირობებში, იშვიათად ნახავდით პედაგოგისა და მოსწავლის უშუალო, მეგობრული დამოკიდებულების მაგალითს. ეს ურთიერთობა, ხშირ შემთხვევაში, მკაცრ კანონებში ჯდებოდა. იმის იქით კი _ არაფერი. იყვნენ პედაგოგები, რომლებსაც განსაკუთრებული, თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ მოსწავლეებთან. სწორედ ასეთი პედაგოგების რიგს მიეკუთვნებოდა პირველი სკოლის ქიმიის მასწავლებელი მადლენა ბებერაშვილი. მან მრავალი წელი იმუშავა პირველ სკოლაში და ბევრი მოსწავლე გააცილა ცხოვრების რთულ გზაზე. ცნობილი იყო მისი დედაშვილური დამოკიდებულება სადამრიგებლო კლასებთან. დიდხანს ემახსოვრებათ მის აღზრდილებს, კოლეგებს, მეგობრებს, უახლოეს ადამიანებს ტანმორჩილი, კეთილღიმილიანი მადლენა მასწავლებელი“, _ ამ სიტყვებით ემშვიდობება მშობლიური სკოლა ღვაწმოსილ პედაგოგს.