ამ წუთებში აქცია ,,ცოცხალი ჯაჭვი” თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე “ვარდების რევოლუციიდან” მე- 18 წლისთავთან დაკავშირებით იმართება.
“ცოცხალ ჯაჭვში” მონაწილეები, “ვარდების რევოლუციისთვის” მადლობას უხდიან მიხეილ სააკაშვილს.
,,იმედია, საქართველოში პუტინის რეჟიმის მმართველობა მალე დასრულდება და მმართველობის ახალ რელსებზე გადავა. წინ კიდევ მრავალი გამარჯვება გველოდება. 18 წელი გავიდა ვარდების რევოლუციიდან, ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეფორმებს, რაც გახორციელებული და დაგეგმილი გვქონდა. დარწმუნებული ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება ძალიან მალე. თავისუფლება მიშას”, _ აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ წითელი ვარდები.
[sexy_author_bio]