ჩოხატაურს UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი სტუმრობდა.
სპორტსმენი გულშემატკივრებს კომპანია “ნაბეღლავში” შეხვდა.
მერაბ დვალიშვილმა მადლობა გადაუხადა შეკრებილებს.
„მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის. ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა მომავალი გამარჯვებებისთვის”,– აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.
სპორტსმენმა გულშემატკივრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
დვალიშვილი ჩოხატაურს კომპანია „ნაბეღლავის“ ორგანიზებით ეწვია.