ამჯერად სხვა მიმდინარე მოვლენებთან ერთად საზოგადოების ყურადღება სკოლის დირექტორების არჩევნებისკენაა მიპყრობილი.
“ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭოს წინაშე წარსდგა და სტრატეგიული ხედვა წარუდგინა ქალბატონმა ეთერ წილოსანმა, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სკოლის განვითარებასა და წარმატებებში. მას რესპუბლიკის საგანმანათლებლო სივრცეში იცნობენ, როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ, დასაყრდენ, გამოწვევებისა და ცვლილებებისთვის მუდმივად მზადმყოფ ხელმძღვანელს.
სამეურვეო საბჭომ 100%-ნი მხარდაჭერა გამოუცხადა სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატს. .
ვულოცავთ ქალბატონ ეთერს და ვუსურვებთ კვლავ შემართებით, ერთგულებით ემსახუროს ნიკო მარის სახელობის 140 წლის საჯარო სკოლას“, _ წერია სკოლის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელსაც ეთერ წილოსანი აზიარებს.
“მადლობა თქვენ, ჩემო ძვირფასებო, მიყვარხართ”, _ წერს ეთერ წილოსანი.