მადრიდის ,,რეალის“ და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი მამა მეოთხედ გახდა, ამის შესაებ ინფორმაციას en.as.com – ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელმა და მისმა მეუღლემ, პილარ რუბიომ ახალშობილ ბიჭუნას, რომელიც 3,27 კილოგრამი დაიბადა, მაქსიმო როდრიგო დაარქვეს.
როგორც ცნობილია, სერხიო რამოსი და პილარ რუბიო 2012 წელს დაქორწინდენ. მათ მაქსიმო როდრიგოს გარდა, კიდევ სამი შვილი ყავთ 5 წლის სერხიო-უმცროსი, 4 წლის მარკო და 2 წლის ალეხანდრო.
თეთრების კაპიტანი, სერხიო რამოსი გასულ სეზონს სამეფო კლუბ ,,რეალთან“ ერთად ესპანეთის ლა ლიგის გამარჯვებული გახდა.