შემთხვევითი არ არის, რომ ტკბილეულის მოყვარულები, მათი ცხოვრების მძიმე წუთებში, საყვარელ სასუსნავებს ეტანებიან.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შავი შოკოლადი არა მარტო ამცირებს სულიერი განცდების სიმძაფრეს, არამედ სხეულის გაჯანსაღებასაც ეხმარება. ამას ამერიკის გულის დაავადებათა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს.
ბოსტონელმა მეცნიერებმა, პირველი კლინიკური ექსპერიმენტით, აღმოაჩინეს, რომ ჰიპერტონიით დაავადებულებს წნევა 12 პუნქტით შეუმცირდათ, როცა 15 დღის განმავლობაში 1 ფილა შავ შოკოლადს მიირთმევდნენ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შავი შოკოლადი არა მარტო ამცირებს სისხლის წნევას, არამედ აუმჯობესებს სისხლძარღვების მუშაობას, რაც გულის დაავადებათა რისკს ამცირებს. ამას ეხმარება ფლავონიდები – ნივთიერება, რომელსაც კაკაო შეიცავს და რაც ორგანიზმში გლუკოზის ცვლას აუმჯობესებს.
ამავე დროს, მეცნიერების გაფრთხილებით, არ ღირს წნევის შემცირება დიდი რაოდენობით შოკოლადის მიღების ხარჯზე. მას ძილის აშლილობა შეუძლია. მით უმეტეს, მკურნალობის არც სხვა მეთოდებზე უნდა თქვან უარი.
გასათვალისწინებელია, რომ ეს „წამალი“ დიდი რაოდენობით ცხიმს, შაქარსა და კალორიებს შეიცავს.
აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტში ფლავონიდებით მდიდარი შავი შოკოლადი გამოიყენეს, რომელსაც მოტკბო-მომწარო გემო ჰქონდა. არადა, ადამიანების უმეტესობა რძიან შოკოლადს მიირთმევს, რომელშიც ფლავონიდები თითქმის არაა.
ავტორი