ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ინტენსიური თოვის შედეგად მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა დაახლოებით ნახევარ მეტრს მიაღწია, ხოლო დაბალ ზონაში 5-10 სანტიმეტრია.
“აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს მაღალი ზონის სოფლებში გზების გაწმენდით სამუშაოებს. ამ დროისთვის ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელ გზებზე გადაადგილება შესაძლებელია ზამთრის სეზონისთვის შესაბამისი საბურავებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ103-კმ118 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის კმ90-კმ103 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია”,_ აცხადებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია.































































