ყველასთვის ცნობილია, რომ ცხიმის დიდი ოდენობით მიღება ვნებს ჯანმრთელობას, თუმცა, როგორც ირკვევა, მიღებული ზიანი ადამიანის სქესზეც არის დამოკიდებული. როგორც BBC წერს ეს დოქტორ ზოი იულიამსმა დაადგინა. როგორც ირკვევა მავნებელი ცხიმების, როგორიცაა ომეგა-6 ცხიმები უფრო მეტ ზიანს აყენებს მამაკაცებს ვიდრე ქალებს.
ზოი უილიამსმა და მისმა კოლეგამ დოქტორმა მატ კოკქსმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ, ერთი კვირის განმავლობაში, ერთნაირი, მაღალცხიმიანი და მაღალშაქრიანი, დიეტის დაცვა დაიწყეს.
ექსპერიმენტის წინ მათ სისხლში შაქრის მაჩვენებელი შეამოწმეს. ისინი რეგულარულად ამოწმებდნენ ორგანიზმში გლუკოზის შემცველობასაც. გლუკოზის მდგომარეობა იმის მაჩვენებელია თუ რამდენად ახერხებს ორგანიზმი სისხლის შაქრისგან გაწმენდას.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მატ კოკქსის ორგანიზმის უნარი გაწმინდოს სისხლის შაქრისგან 50%-ით გაუარესდა, ხოლო ზოი უილიამსის მაჩვენებელი პრაქტიკულად არ შეცვლილა.
მსგავსი შედეგები დაფიქსირდა დოქტორ მატ კოკქსის ექსპერიმენტში, რომელშიც უკვე მეტი ადამიანი მონაწილეობდა – საშუალოდ, მამაკაცები 14%-ით უფრო რთულად უმკლავდებიან მაღალცხიმიან საკვებს, ვიდრე ქალები.