15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ ვიდრე ხელფასები 50 %-ით არ გაიზრდება, შიმშილობას არ შეწყვეტენ.
ჭიათურის მაღაროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის 200-მდე მაღაროელია გაფიცული. მათთან შეთანხმებას კომპანიამ ვერ მიაღწია, რის გამოც მაღაროების უმეტესობაში მუშაობა შეჩერებულია.
შეხვედრა თითქმის ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ. მაღაროელებმა აქციაზე ისევ ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.
„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, ამ ეტაპზე კომპანიას ხელფასის მაქსიმიმუმ 15%-იანი ზრდა შეუძლია, თუმცა ამ შეთავაზებაზე დასაქმებულებმა უარი განაცხადეს.