ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულ, ლანჩხუთელ გია ცინცაძეს სოციალურ ქსელში მეგობრები ემშვიდობებიან.
“მაგრა დაგვაკლდები, გია ძმაო”; “უკეთილესი გულის იყავი, ყველას გვერდში მდგომი. ასეთ სიკვდილს არ იმსახურებდი. ყველა დაგტირის, ყველას ენანები. მოგიხსენოს უფალმა, ჩვენო გია”; “შეხვედრამდე, მეგობარო”; “ეს რა განსაცდელი მოგვივლინე, ბიჭო. რით ვანუგეშოთ უბედური დედაშენი?!” _ წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო ტრაგედია 29 აპრილს, გამთენიისას მოხდა.
როგორც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი, მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავიდა და საპირისპიროდ მოძრავ ტრაილერს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ოზურგეთელი კახა ლომთათიძე, ლანჩხუთელი გია ცინცაძე კი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
გია ცინცაძე დღეს, ჭანჭათში დაკრძალეს.
“გურია ნიუსი” თანაუგრძნობს დაღუპულების ოჯახებს.
ავტორი: სოფო წილოსანი