კომპანია მაგთიკომი დაუცველ ან არალიცენზირებულ ვებგვერდებზე სტუმრობის შესახებ განცხადებას Facebook-ზე აქვეყნებს.
“ბოლო დროს გვხვდება შემთხვევები, როდესაც დაუცველ (non-secure) ან არალიცენზირებულ ვებ-გვერდებზე სტუმრობის შემდეგ ბრაუზერში ჩნდება მუქარის შემცველი შეტყობინება, სადაც მითითებულ ვებანგარიშზე ითხოვენ კონკრეტული თანხის დაუყოვნებლივ ჩარიცხავს.
მაგთიკომი გაფრთხილებთ, არ გადაურიცხოთ თანხა საეჭვო სუბიექტებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსგავსი (არალიცენზირებული და დაუცველი) აპლიკაციებით სარგებლობისას, ასევე, მატულობს მობილური ტელეფონის პროგრამული ვირუსებით დაინფიცირების შანსი და შესაძლოა, მოხდეს თქვენი ბალანსის გაუთვალისწინებელი გახარჯვა – ტელეფონმა შესაძლოა ავტომატურად გააგზავნოს SMS-ი ან განახორციელოს ზარი მოკლე (ფასიან) ნომრებზე ან დაუკავშირდეს ინტერნეტს”, _ აცხადებენ მაგთიკომში.