„გურია ნიუსი“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსს, მაია ქუტიძეს ესაუბრა და ჰკითხა, როგორია დღეის მდგომარეობით კოვიდვითარება.
_თუ აქამდე კლება გვქონდა კოვიდინფიცირებულთა მხრივ, სამწუხაროდ, ახლა ოზურგეთში რიცხვი მზარდია. გუშინ , მაგალითად 25 შემთხვევა იყო. საერთოდ, ამ ბოლოს 25-26 შემთხვევაზე ნაკლები არ არის დღიურად, რაც ძალიან ცუდია.
კითხვაზე, თუ როგორია ვითარება ამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, მაია ქუტიძემ გვითხრა:
_ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს 23 შემთხვევა. დღეს ტესტირება ჩაუტარდა 325 ადამიანს. აქედან აქტიური შემთხვევა გვრჩება 47, სტაციონარში განთავსებულა 21 ადამიანი, საკარანტინო სივრცეშია 8 და ბინაზე რჩება 14 ადამიანი.
_რაც კოვიდეპიდემია დაიწყო, როგორია კონკრეტულად ოზურგეთის შესახებ სტატისტიკა?
_კოვიდის გავრცელების დღიდან ოზურგეთში სულ 4531 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან გამოჯანმრთელდა 4420 ადამიანი. აღნიშნულ პერიოდში, სავარაუდოდ, 64 პიროვნებაა გარდაცვლილი, – გვითხრა მაია ქუტიძემ.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე