მაია რჩეულიშვილს ხვალ ჩაფიძის სახელობის კლინიკაში გულის ოპერაციას გაუკეთებენ. ამის შესახებ მისმა უფლებადამცბელმა განაცხადა.
მარინა ცუცქირიძის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასამრთლო პროცესები მაინც ჩანიშნა.
ხვალ “მაგნოლიას” საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართება, სადაც დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება. პროცესს მხოლოდ რუსუდან კერვალიშვილი დაესწრება. ზეგ კი, 31 მარტს, საქალაქო სასამართლომ “ცენტრ პოინტის” მთავრ საქმეზე საბოლოო განაჩენი უნდა გამოაცხადოს.
საქმე ეხება “ცენტრ პოინტის” პირველ საქმეს, რომელშიც 12 ობიექტზეა საუბარი. ამ ეპიზოდში მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 250 ათას ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, რჩეულიშვილსა და კერვალიშვილს ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.