“გვითხრეს, რომ მაია რჩეულიშვილს მეუღლის დაკრძალვაზე მისვლის უფლებას მისცემენ. ოფიციალური დასტური ჯერ არ მიგვიღია”, – განუცხადა “საზოგადოებრივ მაუწყებელს” რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატმა.
63 წლის ვახტანგ რჩეულიშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 13 აპრილს გარდაიცვალა.
მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს თაღლითობას და თანხების მითვისებას ედავებოდა.