დაჯგუფება ISIS-ის ლიდერზე ინფორმაციისთვის ჯილდოდ დაწესებული თანხა გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას fox news-ი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს განცხადებით, ალ მულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთვის ჯილდო 10 მილიონი დოლარი იქნება.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ISIS-ის ახალ ლიდერზე ინფორმაციისთვის დაწესებული თანხა 10 მილიონ დოლარამდე გაიზარდა“, _ განაცხადა პომპეომ.
დაჯგუფება ISIS-ს სათავეში ალ მაული, იგივე აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ყურაში ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილის შემდეგ ჩაუდგა. ალ-ბაღდადი გასული წლის ოქტომბერში ამერიკული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად იქნა ლიკვიდირებული.