,,თურქეთი ნატოს ერთიანობას ძირს უთხრის“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ბერძნული მედია ekathimerini.com ბერძნულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, პომპეომ მაგალითად მოიყვანა თურქეთის პროვოკაციული ქმედებები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში, ლიბიაში, სირიასა და მთიან ყარაბაღში.
,,აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრიციპებსა და ფუქციას ეწინააღმდეგება, რითაც ნატოს ერთიანობას ძირს უთხრის“, – აცხადებენ დიპლომატიური წყაროები.
შეგახსენებთ, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია 1 დეკემბერს დაიწყო, რომელიც დღეს, 2 დეკემბერს დასრულდება. ასევე, დღეს ვიდეოკონფერენციაში ჩაერთვება საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები.





























































