ბატონ მაიკლ რიდლის აქვს 37 წლიანი გამოცდილება საინვესტიციო საბანკო საქმეში ლონდონში და ამერიკის შეერთებულ შტატებში და იყო J.P. Morgan-ის ვიცე-თავმჯდომარე (2012-2015). ამავე საინვესტიციო ბანკში იგი იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს (2002-2012), ფიქსირებული შემოსავლიანობის ფინანსური ინსტრუმენტების და სტრუქტურული ფინანსების პროდუქტების მიმართულებით.
ბატონი მაიკლ რიდლი ასევე იყო Solomon Brothers-ში (წამყვანი საინვესტიციო ბანკი) ერთერთი მმართველი დირექტორი (1992-1998) სადაც ხელმძღვანელობდა ფიქსირებული შემოსავლიანობის ინსტრუმენტების მიმართულებას.
ამჟამად, ბატონი მაიკლ რიდლი არის ისლანდიის ფინანსთა მინისტრის მრჩეველი მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის, საბანკო სისტემის სტრუქტურის მიმართულებით და ისლანდიის სუვერენული (ნაციონალური) ფონდის საკითხებში და ამ ფონდის ინვესტიციებზე სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოებში.
ადრეულ წლებში ბატონი მაიკლ რიდლი მუშაობდა საინვესტიციო და კომერციულ ბანკებში ამერიკის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში და გააჩნია გამოცდილება საბაზრო და საკრედიტო რისკების მართვაში და რისკის პოლიტიკის განვითარებაში.
ბატონი მაიკლ რიდლი იყო კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო ასოციაციის და, ასევე, ლონდონის საინვესტიციო საბანკო ასოციაციის საბჭოების წევრი.
ბატონ რიდლის ოქსფორდის უნივერსიტეტის Trinity College – ში მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი კლასიკაში, ფილოსოფიაში და უძველეს ისტორიაში.