მსოფლიოში “მაიმუნის ყვავილის” 80-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მინიმუმ 12 ქვეყანაში, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ინფექცია დადასტურებულია ევროპის ცხრა ქვეყანაში, ასევე, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. WHO-ში ამბობენ, რომ კიდევ 50 საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს – მაგრამ არ დაუზუსტებიათ, რომელ ქვეყანაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც ვირუსულ ინფექცია „მაიმუნის ყვავილზე“ იმსჯელეს.
ჯერჯერობით, ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოებმა დაადასტურეს შემთხვევები: დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, იტალიასა და შვედეთში.
ცნობისთვის, დაავადება, რომელიც პირველად მაიმუნებში გამოვლინდა, როგორც წესი, მჭიდრო კონტაქტით ვრცელდება და აფრიკის ფარგლებს გარეთ მისი გავრცელება ძალიან იშვიათია, ამიტომ ბოლო პერიოდში შემთხვევების ასეთმა მატებამ შეშფოთება გამოიწვია. ამასთან, მეცნიერები არ ელოდებიან, რომ დაავადება გადაიქცევა პანდემიად, როგორიცაა კოვიდ-19, იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი არ ვრცელდება ისე მარტივად, როგორც SARS-COV-2.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ეს არის იშვიათი ვირუსული ინფექცია, რომელიც მსუბუქი ფორმით ვლინდება. მათი ცნობით, დაავადებული ადამიანების უმეტესობა რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდა.
ავტორი