ნიუ-იორკი გახდა აშშ-ის მეორე მსხვილი ქალაქი, რომელმაც, „მაიმუნის ყვავილის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ოფიციალური პირების თქმით, ქალაქი შტატში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების ეპიცენტრია.
„ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 150,000 ნიუ-იორკელი, შესაძლოა, ამჟამად „მაიმუნის ყვავილის“ გამოვლენის რისკის ქვეშაა“, – აღნიშნულია ნიუ-იორკის მერისა და ქალაქის ჯანმრთელობის დეპარტამენტის კომისრის ერთობლივ განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ, სან ფრანცისკო გახდა აშშ-ის პირველი დიდი ქალაქი, სადაც, „მაიმუნის ყვავილის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
23 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ინფორმაცია „მაიმუნის ყვავილის“ აფეთქების შესახებ მაისში გავრცელდა. საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 15 ივნისს დაფიქსირდა.