“მე შეიძლება ეს ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამორიცხავენ”, _ ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ ორსაათიანი განხილვის შემდეგ განცხადება გაავრცელა.
“ვისაც გვაქვს ასეთი პრინციპულად განსხვავებული პოზიცია და შეურიგებლები ვართ იმ ტენდენციების მიმართ, რაც ფიქსირდება სასამართლოებთან მიმართებაში ალბათ, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს არის ფორმალური ნაწილი, რომელიც მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მეგობრებთან ერთად უნდა გადავწყვიტო.
მე შეიძლება ეს ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამორიცხავენ, აქ საუბარია ვინ ვის დაასწრებს. გამრიცხავენ, თუ მე თითონ წამოვალ, ეს არის ფორმალური ნაწილი. მე იმედი მაქვს, რომ დასწრებაზე არ დადგება საქმე, მოგვეცემა საშუალება ბოლომდე შევჯერდეთ და იმედი მაქვს, ჭიჭინაძის მაგალითს არ გაიმეორებენ, ძალიან უღირსად მოიქცნენ მაშინ დათოსთან მიმართებაში,“ _აცხადებს ფოფხაძე.