საერთო სახალხო შეკრებას ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. ამჟამად ის ფილარმონიასთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად იმყოფება, საიდანაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მიემართება. 20:00 საათზე პარლამენტთან საყოველთაო სახალხო შეკრება გაიმართება.
ღონისძიების მთავარი გზავნილია – მამული, ენა, სარწმუნოება. მმართველი გუნდისთვის პრინციპულია იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.