ქართული ოცნების ყოფილი წევრი, თემურ მაისურაძე, თბილისის აეროპორტიდან კომენტარს აკეთებს.
_ არავინ არავის არ სცილდება, დაახლოებას პასუხობენ ისე, როგორც პასუხობს რუსეთი საქართველოს. თუ აშშ–ს სურს დაახლოება, სავიზო რეჟიმი გააუქმოს და თავისუფალი მიმოსვლა გააკეთოს.
პოლიტიკოსის საქმეა დაალაგოს ურთიერთობები და არა არიოს.
პუტინი არის სუბიექტი, რომელიც იცავს ეგზინტენციალურ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს, ნატოს მოახლოების საკითხი პუტინმა არაერთხელ გააპროტესტა. თუ არავინ ითვალისწინებს მის უსაფრთხოებას, არც ის გაითვალისწინებს არც ერთი ქვეყნის უსაფრთხოებას.
აზერბაიჯანი არ არის ოკუპანტი? სასომხეთი? თურქეთი არ არის? ყველა ოკუპანტია.
რუსეთი იცავს თავის უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენც დავიცავთ ჩვენ ეგზინტენციალურ საკითხებს, მიუხედავად იმისა, რომელი მეზობელი შეეხება.
საქართველო თავის ინტერესებს იცავდა, რუსეთი თავის ინტერესებს იცავდა. ჩვენ ორივე ვიცავდით.
მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით შემიძლია დავიბრუნო ტერიტორიები.
პუტინის შემთხვევა საქართველოში არის დამდგარი შედეგი, რომელიც ამწუთში გამოიყურება ოკუპირებულ ტერიტორიად, მაგრამ მისი დაბრუნება შეიძლება მხოლოდ სამეზობლო პოლიტიკით _ ამბობს მაისურაძე.