BBC– ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახლო მოკავშირე სებასტიან ლეკორნიუ საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად დანიშნა, მას შემდეგ, რაც ფრანსუა ბაირუ თანამდებობიდან გადააყენეს.
ელისეს სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლეკორნუს – მაკრონის პრეზიდენტობის მეშვიდე პრემიერ-მინისტრს – დაევალა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების გამართვა საფრანგეთის შემდეგი ბიუჯეტის მიღების მიზნით.
ლეკორნუმ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ პრეზიდენტმა მას დაავალა „მკაფიო მიმართულების მქონე მთავრობის შექმნა: ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ძალის დაცვა, ფრანგი ხალხის მსახურება და ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის პოლიტიკური და ინსტიტუციური სტაბილურობის უზრუნველყოფა“.





























































