საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის საელჩოს გვერდზე ვრცელდება.
“დღეს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი შერაზ გასრი, შეხვდა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, რათა მისთვის ეცნობებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბ-ნმა მაკრონმა იგი ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ეს ჯილდო ქ-ნ ლომჯარიას გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუტიციის სათავეში შეასრულა. გულწრფელად ვულოცავთ მას”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.