2 დღის წინ, თბილისში გაუჩინარებული 27 წლის ბიჭი იპოვეს.
ინფორმაციას “გურია ნიუსთან” ნოდარ ლებანიძის ახლობლები ადასტურებენ.
მათი თქმით, ნოდარი თავად დაუკავშირდა ოჯახის წევრებს და უთხრა, რომ სახლში მალე დაბრუნდებოდა.
“მალე დაბრუნდება სახლში”, _ გვითხრა ლებანიძის ახლობელმა
შეგახსენებთ, რომ ნოდარ ლებანიძე სახლიდან 7 დეკემბერს, დაახლოებით, 21 საათზე გავიდა და წერილი დატოვა, რომელშიც წერდა, რომ არ მოეძებნათ.