პარტიებმა “საქართველოსთვის” და “ლელო-ძლიერი საქართველო”, თბილისის მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძე უკვე დაასახელეს.
თუ არის უკვე გადაწყვეტილი როდის წარადგენენ პარტიები მერობის კანდიდატს ჩოხატაურში _ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საკრებულოს ფრაქცია “ჩოხატაური საქართველოსთვის” თავმჯდომარეს, გოგი ბოლქვაძეს დავუკავშირდით.
თუმცა, როგორც ბოლქვაძემ გვითხრა, წელს საარჩევნო პროცესებში ჩართული არ იქნება.
“საარჩევნო პროცესებში არ ვიქნები ჩართული. ვრჩები ვადის ამოწურვამდე საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარედ და როდესაც ამოიწურება ჩემი საკრებულოში მუშაობის ვადა, მივდივარ ევროპაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მალე დავბრუნდები ისევ აქტიურ პოლიტიკაში”,_ გვპასუხობს გოგი ბოლქვაძე.
“გურია ნიუსი” აღნიშნულ თემაზე მუშაობას აგრძელებს.
ავტორი
































































