მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წინ ტერიტორია შემოსაზღვრულია და სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, პროტესტის გაგრძელებას აპირებს.
„უკვე თითქმის 800 დღე-ღამეა, აქ ვარ და უსამართლო მთავრობის წინააღმდეგ პროტესტს ვაცხადებ. ამით ვერაფერს დამიშლიან. სადაც იქნება ჩემთვის ადგილი, ბანერსაც გავშლი და კარავსაც დავდგამ. შეშინებული, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ეს ადამიანები ამ ვითარებაში არიან. ეს კედელი შექმნილია, რათა მაჩალიკაშვილს და მის მომხრე ადამიანებს პროტესტი არ ჰქონდეთ. იციან, რომ მათი საქმე წასულია, მაგრამ იმედის ნაპერწკალს იტოვებენ, იქნებ, პროტესტი შევამციროთ და რამენაირად გადავრჩეთ. ამერიკაც და ევროპაც მიხვდა, რომ ამათი საქმე წასულია. ჩემი პროტესტი და ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ არ დაისჯებიან ის ადამიანები, ვისგანაც სამართალს ვითხოვ. ჩემი გამჩერებელი კაციშვილი არ არის“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.