რუსთაველის გამზირზე, სოლიდარობის აქციაზე მისული მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს დააკავეს. მაჩალიკაშვილი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ის ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 32 პირს შორისაა.
როგორც მაჩალიკაშვილის უფლებადამცველი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადვოკატი მარიამ პატარიძე აცხადებს, გუშინ საღამოს, ჩიტაძის ქუჩის კუთხის მიმდებარედ ძალადობრივი ჯგუფები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ამავდროულად, მალხაზ მაჩალიკაშვილს აყენებდნენ შეურაცხყოფას. რომლის შემდგომ ჯერ განარიდეს, შემდგომ კი მაჩალიკაშვილი პოლიციის მოწოდების დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
ამასთანავე, ადვოკატის ცნობით, მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია და მოლოდინი აქვს, რომ სანქციის გარეშე გაათავისუფლებენ.
ავტორი: მერაბ ცაავა