პარლამენტის შენობის წინ განთავსებული კარვების აღებას, მახლაზ მაჩალიკაშვილი ეხმაურება და საზოგადოებას სთხოვს, პარლამენტთან დადგმულ საბავშვო ატრაქციონებზე ბავშვები არ მიიყვანონ, რადგან იქ ბავშვების საზეიმო ადგილი არ არის.
„ჩემი თხოვნა იქნება: თბილისი დიდია, არის სახალწლო სოფელიც, ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს. იქ მესამე ახალ წელს ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ, რომ მითხრან, თემირლანის მკვლელი ვინ არის. იქ არ არის ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი. ამ ყველაფერს დღევანდელი სისხლიანი ხელისუფლება ბავშვების ინტერესების გამო არ აკეთებს, ისინი ჩემზე შურისძიებას ცდილობენ, არ აქვთ ბავშვების დარდი“, – აცხადებს მაჩალიკაშვილი.
ცნობისთვის, პარლამენტის წინ დადგმული კარვები გუშინ ღამე აიღეს და იქ სასრიალო ბატუტი და ატრაქციონები დადგეს.