ამ წუთებში მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისში, პარლამენტის წინ კარვის დადგმას ცდილობს, თუმცა, მას ამის უფლებას პოლიცია არ აძლევს.
როგორც პარლამენტის წინ მისული პოლიცია ამბობს, კარვის გაშლა არ შეიძლება, რადგან აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება და მას კარვის გაშლას მიმდებარე ტერიტორიაზე სთავაზობს.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მას საცხოვრებელი ადგილი არ აქვს და კარავს მაშინ აიღებს, როცა ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ შვილმოკლული მამა პარლამენტთან კარავში პროტესტს, დაახლოებით, 1 წლის განმავლობაში გამოხატავდა, თუმცა, ივნისში განვითარებული მოვლენების გამო კარავი აიღეს.