მილანის მალპენსას აეროპორტი დროებით დაიხურა, _ მომხდარის შესახებ ინფორმაციას The Foxnews ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აეროპორტის დახურვის მიზეზი დრონი გახდა, რომელმაც ტერმინალის სიახლოვეს ჩაიფრინა.
მომხდარის გამო 4 რეისი ახლომდებარე აეროპორტებში გადაამისამართეს.
იტალიის სამოქალაქო ავიაციის წესების მიხედვით, დრონებს არ აქვთ უფლება აეროპორტთან 5 კილომეტრის რადიუსში იფრინონ.