“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს. ყველანაირ ზღვარს გადასცდნენ.
მოსაყდრე შიომ, მეუფე თეოდორემ და ბოტკოველმა — იმ ადამიანებმა, ვისი თვალწინაც მოძალადე ჯაღმაიძემ ხელი დამარტყა — ამ ძალადობაზე თვალი დახუჭეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავადაც მოძალადეები არიან.
პატრიარქს ატყუებენ: არ შემდგარ კომისიაზე ხელი მოაწერინეს.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ იცოდეთ ვინ იბარებს მამა დოროთეს. ეს ჯგუფი ეკლესიისთვის კატასტროფაა — მოძალადე ხელისუფლების მორჩილი, თავად მოძალადე ჯგუფია ეკლესიაში.
ეკლესიას უმძიმესი დრო უდგას. თუ მოსაყდრე შიო და ეს ჯგუფი საპატრიარქოში მმართველ ძალად დარჩებიან, იცოდეთ — ეკლესიაში სამართალს ვეღარავინ იპოვის.
ჩემი მხარდაჭერა მამა დოროთეს.
ვისაც ეკლესია გიყვართ — ხმა აღიმაღლეთ ამ ბოროტების წინააღმდეგ”,_ წერს სოციალურ ქსელში არქიმანდიტრი ილია (თოლორაია).




























































