ე.წ. მატროსოვი ციხიდან გამოსულმა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს გაუნცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძემ დაკითხვაზე უარი თქვა და დაწყევლა:
_ წყევლა ჯერ ადვოკატებმა გადმოგვცეს. შემდეგ კი, როცა პირისპირ შევხდით და კითხვებზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ დაგვწყევლა, _ განაცხადა წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე ინფორმაციით მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებულმა დეკანოზმა საკანში შესულ პროკურორებთან ერთად სამართალდამცავი უწყებებიც დაწყევლა.