მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები უკვე საპატრიარქოში იმყოფებიან, საპატრიარქოში მივიდა მეუფე პეტრე ცაავა. როგორც მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, დაკავებულის ადვოკატებს პატრიარქი არ შეხვდება.
”ჩვენ გვაქვს სრული მზაობა ამისთვის და ველოდებით მამა გიორგის ადვოკატების მოსვლას საპატრიარქოში. ჩვენ შევხვდებით მათ და მოვისმენთ ინფორმაციას, თუ რისი თქმა უნდათ. ცნობისთვის მინდა განვაცხადო, რომ მამა გიორგის სამივე ადვოკატი ორი დღის წინ დილით, იმყოფებოდნენ მის უწმინდესობასთან და მათ უწმინდესობა ჩააყენეს საქმის კურსში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მამა გიორგის უკავშირდება. ასე, რომ აზრი იმის თაობაზე, რომ ჩვენ თავს ვიკავებთ დაცვის მხარესთან შეხვედრაზე, უსაფუძვლოა. ასეთი კომუნიკაცია არსებობდა და დღესაც ვაცხადებთ მზაობას, შევხვდეთ მამა გიორგის ადვოკატებს”, – განაცხადა მამა მიქაელმა.
წყარო: “პირველი რადიო”