გურამ რჩეულიშვილმა საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
–”მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს, დედა, დეიდა ციხეში არიან და ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი. თავს უდანაშაულოდ ვთვლი, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება მკაცრია”, განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს და აქედან გამომდინარე, პასპორტის ჩამორთმევას, რჩეულიშვილი მიიჩნევს, რომ მისი მიმალვის საფრთხის არსებობა აბსურდია.
”როგორ შეიძლება დედაჩემი და დეიდაჩემი ციხეში ისხდნენ და მე სადმე მივიმალო”, _ აღნიშნა რჩეულიშვილმა.