დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს მამა რევაზ სიხარულიძე მოინახულებს. ის ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულისგან აღსარებას ჩაიბარებს, _ აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააკეთა. ადვოკატის თქმით, ბრალდებულის შიმშილობის მთავარი მოტივი სასულიერო პირების მხრიდან ბრალდებული დეკანოზის მონახულება იყო.
შიმშილობა დაკავებულმა დეკანოზმა სწორედ მას შემდეგ შემდეგ შეწყვიტა, რაც საპატრიარქოსგან მამა რევაზის ციხეში შესვლასთან დაკავშირებით დასტური მიიღო.
სასულიერო პირი გიორგი მამალაძეს დღის მეორე ნახევარში მოინახულებს. არ არის გამორიცხული, დეკანოზთან მოგვიანებით სინოდის წევრებიც შევიდნენ.
„მთავარი საფუძველი შიმშილობის იყო ის განცხადება, რაც გაკეთდა საპატრიარქოს მხრიდან, რომ მამა გიორგის მოინახულებს ან მამა კახაბერი ან მამა რევაზი და როგორც ჩემთვის ცნობილია, მამა გიორგიმ უნდა მოინახულოს. გუშინ არ შებრძანდა და დღეს შებრძანდება და იმედია, არ იქნება ისეთი აზრი, რომ რადგანაც მამა გიორგიმ შიმშილობა შეწყვიტა, მერე შემდგომში ნახონ. არ გამოვრიცხავ, რომ თვით წმინდა სინოდის წევრებსაც შეხვდეს მამა გიორგი,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.