მამა თომას ტაძრის ეზოში დაკრძალავენ, _ ამის შესახებ “საპატრიარქოს უწყებანი” სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
“ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შემდომი გართულებებით გარდაიცვალა შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახური, ჩოხატაურის წმინდათა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თომა სიხარულიძე.
დეკანოზი თომა ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა, რადგან ვირუსით დაინფიცირებამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა.
დეკანოზი თომა შაბათს, 2021 წლის 26 ივნისს დასვენებული იქნება ჩოხატაურის წმინდათა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში, იმავე დღეს, 15 საათზე იგი დაიკრძალება ტაძრის ეზოში.
მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ თომას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი თომა, _ წერია განცხადებაში.