,,მამაჩემი ამისთვის არ დაღუპულა”, -შინდისის ლანხუთელი გმირის, ემზარ წილოსანის შვილის ორგანიზებით ლანჩხუთში საპროტესტო აქცია იმართება.
აქციაზე ახალგაზრდებთან, რიგითი მოქალაქეები და ერთად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
,,არავინ არ დაგაჯეროთ, რომ პოლიტიკა თქვენი საქმე არაა. პოლიტიკა იმ სამარცხვინო მასწავლებლების საქმე არაა, ვინც მთავრობის მორჩილებაში არიან. საქართველოში სკოლები არის დიდი ჭაობი, რომელიც ერთი ხელით იმართება. თქვენი დღევანდელი აქტივობით ძველი და ახალი ეროვნული მოძრაობა გაერთიანდა”, – მიმართა აქციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს ვახტანგ ზენაიშვილმა, რომელიც კოალიცია ცვლილებებს წარმოადგენს. წლების წინ კი ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად იყო ჩართული.