კურო
კაცი კუროსთვის დედა ყველაზე ავტორიტეტული ადამიანია. თუ მას არ მოსწონს, როგორ ამზადებს ან ალაგებს რძალი, მამაკაცი ამის შესახებ ცოლს ეტყვის. თან ამისთვის არც თუ ისე სასიამოვნო სიტყვებს გამოიყენებს. ის არ მალავს, რომ დედით შეპყრობილია და ყველაფერს გააკეთებს, რომ მას ასიამოვნოს.
ლომი
დედის გაღმერთება კაცი ლომისთვის ჩვეული საქმეა. დედის ნებისმიერი რჩევა (თუნდაც ყველაზე წარუმატებელი) მისთვის ნამდვილი ჭეშმარიტება იქნება. ლომი დედაზე დამოკიდებულია, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ აცნობიერებს. მსგავსმა ურთიერთობამ ზოგჯერ შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს.
თხის რქა
თხის რქისთვის დედის აზრი კანონია, თუმცა მათ „დედიკოს ბიჭს“ ვერ უწოდებთ. ის ხომ ახლობელ ადამიანს პატივისცემით ეპყრობა და გულწრფელად უყვარს. ამას პატარაობიდანვე ასწავლიან. გასაკვირი არაა, რომ კაცი თხის რქა დედის რჩევას ყოველთვის უსმენს, თუნდაც არ მოსწონდეს.
მშვილდოსანი
კაცი მშვილდოსანი მკაფიო გეგმის შესრულებას არის მიჩვეული. თუ დედამ ამ გეგმაში ცვლილებები შეიტანა, ის აუცილებლად გაითვალისწინებს და დედის რჩევას მოუსმენს. დედის რეკომენდაცია შეიძლება შეეხოს აბსოლუტურად ყველაფერს, თუნდაც ცხოვრების უმნიშვნელო სფეროს.