დღეს ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრში უბედური შემთხვევა მოხდა. ადამიანი, რომელმაც ათეული წლების წინ ლანჩხუთი დაწვას გადაარჩინა და ნევთობაზაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მოახდინა, ტრაგიკულად გარდაიცვალა. ზურაბ თავართქილაძე ქალაქის ცენტრში ყოფელი რესტორნის შენობის მიმდებარედ არსებულ ნაძვის გადამორვის დროს გადმოვარდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოჭრილი ხის მორი მას დაეცა და ამწის კოშკურადან გადმოაგდო.
დაშავებული „მედალფას“ კლინიკაში სასწრაფოდ გადაიყვანეს, თუმცა, როგორც “მედალფაში” გვითხრეს, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და სამწუხაროდ, მისი გადარენა ვერ მოხერხდა.ზურაბ თავართქილაძე ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი იყო.