სამტრედიაში დაკარგული 72 წლის კონსტანტინე არველაძე, გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
როგორც ირკვევა, მამაკაცი ტყეში ნახეს გარდაცვლილი.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” ასევე დაუდასტურა მერის წარმომადგენელმა, მერაბ არველაძემ.
შეგახსენებთ, მამაკაცს ოჯახი და პოლიცია 26 თებერვლიდან ეძებდა.