მამაკაცი, რომელსაც ჩოხატაურში ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
“იპოვეს სუფსაში, დამხრჩვალი”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” გარდაცვლილის ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ ბესო სიხარულიძეს ჩოხატაურში, ოჯახი და პოლიცია 2 დღის განმავლობაში ეძებდა.
ის ბოლოს სოფელ შუა ამაღლებისკენ მიმავალ გზაზე ნახეს.
ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.